Le contrat est rédigé en géorgien. Seul le texte géorgien fait foi ; il est reproduit ci-dessous dans son intégralité.
ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება
ქ. თბილისი
ერთის მხრივ, შპს კრედო თრეველ გრუპი (ს/კ 442738405), შემდგომში „შემსრულებელი“, და მეორეს მხრივ, დამკვეთი (ტურისტი), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
ტერმინთა განმარტება
- ა)
- ტურისტული მომსახურება — საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ტურისტული მოგზაურობის ორგანიზებას, ტრანსპორტირებას, განთავსების, კვების, საინფორმაციო ან სხვა სახის საქმიანობას და რომელიც მიმართულია ტურისტის ან/და მოგზაურობისა შესაბამისი სერვისის სარგებლობის მსურველის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
- გ)
- ინვოისი — ფინანსური დოკუმენტი, რომელიც წარედგინება შემკვეთს. მასში მითითებულია შესაძენი მომსახურების ჩამონათვალი, რაოდენობა, შემსრულებლის საბანკო რეკვიზიტები და ა. შ., რის საფუძველზეც ხდება ან მოითხოვება გადახდა.
1. ხელშეკრულების საგანი
- 1.1.
- წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შემკვეთის დავალებით, შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ, შემსრულებლის მიერ სხვადასხვა სახის ტურისტული მომსახურების გაწევა.
- 1.2.
- წინამდებარე ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული კომპანია) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება, ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის.
- 1.3.
- წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ამ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
2. მომსახურების წესი
- 2.1.
- შემსრულებელი ვალდებულია მომსახურება გაწიოს პირადად.
- 2.2.
- შემსრულებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულებით ტურისტული მომსახურება გაწიოს მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში.
- 2.3.
- მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებული ნებისმიერი აღწერილობითი ფორმა, ღირებულება და ხელშეკრულების სხვა პირობები, რომლებითაც ტურისტი უზრუნველყოფილია მოგზაურობის მომწყობის მიერ, არ უნდა შეიცავდეს ყალბ, არასათანადო და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას.
3. ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი
- 3.1.
- შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შემსრულებელს ტურისტული მომსახურებისთვის გაწეული შესაბამისი მომსახურების საფასური.
- 3.2.
- შესაბამისი საზღაურის გადახდა მოხდება ტურისტული მომსახურების გაწევიდან მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში.
- 3.3.
- შესაბამისი საზღაურის ოდენობა მოცემულია შემსრულებლის მიერ მეორე მხარისათვის გადაცემულ ინვოისში (შესაბამისი ფორმის ინვოისი), რომელიც თან ერთვის ამ ხელშეკრულებას.
- 3.4.
- ანგარიშსწორება წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
- 3.5.
- საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადებს შემსრულებელი გადაიხდის პირადად.
4. გარანტია და გაწეული მომსახურების ნამდვილობა
- 4.1.
- შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ დათქმებს.
- 4.2.
- გარანტია შემსრულებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტურისტული მომსახურების გაწევის დროს ვრცელდება შესაბამისი ინვოისის გაფორმებისთანავე.
- 4.3.
- შემსრულებლის გარანტია მოიცავს მის მიერ გაწეული ტურისტული მომსახურების ნამდვილობასა და ამ მიზნით გაცემული იურიდიული ძალის მქონე ცნობები ან/და სხვა სახის დოკუმენტები, შესაბამის დაწესებულებაში წარსადგენად.
- 4.4.
- გარანტიის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემკვეთს უფლება აქვს მოსთხოვოს შემსრულებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.
- 4.5.
- გარანტიის პირობების შეუსრულებლობა გულისხმობს მხოლოდ გაწეული ტურისტული მომსახურებისა და შემსრულებლის მიერ ამ მიზნით გაცემული იურიდიული ძალის მქონე ცნობებისა და სხვა სახის დოკუმენტების ხარვეზს (ცნობა/დოკუმენტი არ არის ნამდვილი), რომელიც არის შემსრულებლის ბრალით გამოწვეული.
- 4.6.
- შესაბამის დაწესებულებაში წარდგენილი ცნობებისა და დოკუმენტების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის ნაწილში ხარვეზის არარსებობა ნიშნავს, რომ შემსრულებელს აქვს შესრულებული ვალდებულება ჯეროვნად და არ ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, აგრეთვე არ ეკისრება გაწეული ტურისტული მომსახურების შედეგად მიღებული თანხის უკან დაბუნებისა და სხვა ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.
- 4.7.
- კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესაზღვრის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
5. მხარეთა პასუხისმგებლობა
- 5.1.
- მხარეები პასუხს აგებენ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- 5.2.
- ტურისტს მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია უარის თქვას ხელშეკრულებაზე.
- 5.3.
- ტურისტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული საზღაურის მიღების უფლებას. ამავე დროს, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება შეთანხმებული ანაზღაურების საფუძველზე იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად.
5.1. კონფიდენციალურობა
- 5.1.1.
- შემსრულებელს უფლება აქვს მიიღოს და გადაამოწმოს/შეინახოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია, დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, შესაბამის დაწესებულებაში წარსადგენად.
- 5.1.2.
- შემსრულებელი ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის კონფიდენციალურობა და არ გადასცეს მესამე პირს პირადი ინფორმაცია.
6. ცვლილებები და დამატებები
- 6.1.
- წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა ხდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ფორს-მაჟორი
- 7.1.
- ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
- 7.2.
- ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემკვეთის ან/და შემსრულებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან, რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი.
- 7.3.
- ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
8. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
- 8.1.
- წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან ან ელექტრონული ხელშეკრულების თანდართული ინვოისის თანხის ჩარიცხვის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე.
9. სადაო საკითხების გადაწყვეტა
- 9.1.
- მხარეებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა პირდაპირი მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების ირგვლივ.
- 9.2.
- თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში მხარეები ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოს.
10. სხვა დებულებები
- 10.1.
- ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 2 თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლიარად.
- 10.2.
- ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე ან ელექტრონული ხელშეკრულების თანდართული ინვოისის თანხის გადახდის მომენტიდან.
- 10.3.
- ტურისტი ინვოისის საფუძველზე, მოგზაურობის მომწყობის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ელექტრონული ხელშეკრულების პირობებს და არ საჭიროებს ელექტრონულ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერებს.
ყურადღება! ინვოისის თანხის ჩარიცხვით თქვენ ეთანხმებით ელექტრონული ხელშეკრულების პირობებს. ელექტრონული ხელშეკრულება არ საჭიროებს მხარეთა ხელმოწერებს.
