თანხის დაბრუნება

როდის ბრუნდება თანხა და რამდენ ხანში.

თუ ჯავშანს ვერ დავადასტურებთ

თუ გადახდის შემდეგ ოპერატორი ნომერს ვეღარ დაგვიდასტურებს, ჯავშანი უქმდება და გადახდილი თანხა სრულად ბრუნდება. ამ შემთხვევაში საკომისიო არ გიწევთ.

როგორ ბრუნდება

თანხა იმავე ბარათზე ან ანგარიშზე ბრუნდება, საიდანაც გადაიხადეთ. ნაღდი ანგარიშსწორებით ან სხვა პირის ანგარიშზე თანხას არ ვაბრუნებთ.

რამდენი დრო სჭირდება

დაბრუნებას გადაწყვეტილების მიღებისთანავე ვიწყებთ. ამის შემდეგ ვადას ბანკი განსაზღვრავს — ჩვეულებრივ რამდენიმე სამუშაო დღე, ბარათის ემიტენტის მიხედვით.

თუ თქვენ აუქმებთ ჯავშანს

დასაბრუნებელი თანხა კურორტის გაუქმების პირობებზეა დამოკიდებული და იმაზე, ჩასვლამდე რამდენი დროა დარჩენილი. ეს პირობები თქვენს ჯავშანზე გადახდამდე გეცნობებათ — იხილეთ ჯავშნისა და გაუქმების პოლიტიკა.